კომენტარი
ეს არის გაგრძელება იმ არაკანონიერი პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში - დავით ზალკალიანი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანი სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერის შეხვედრას ეხმიანება.
დავით ზალკალიანი რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ეს არის საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა. ეს არის გაგრძელება იმ არაკანონიერი, დესტრუქციული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ბუნებრივია არ ცნობს და პირიქით გმობს,“-აცხადებს დავით ზალკალიანი.
ცნობისათვის, შეხვედრა ვლადიმირ პუტინსა და ლეონიდ ბიბილოვს შორის სოჭში შედგა. რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებული რეგიონის ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერას კვლავაც აპირებს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


