უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 თებერვალი, 2017 16:55
font-size

ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი სიცრუეთაგანი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება - პროკურორი

საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა, ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი სიცრუეთაგანი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება, - განუცხადა ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ.

გიორგი გოგაძემ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უწყების ხელმძღვანელის, ირაკლი შოთაძის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დამატებითი განმარტება გააკეთა.

„გასაგებია, ახლა მე, რასაც ვიტყვი, ალბათ, ამას ეთერში არ გაუშვებთ, მინდა გკითხოთ, თქვენ ხომ უყურეთ, რა განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ამობეჭდილი უნდა წამომეღო, ალბათ და მეჩვენებინა თქვენთვის, რომ მოწმე, რომელმაც მიმართა პროკურატურას, აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა.

ჩატარდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები და დღევანდელი მტკიცებულებებით, რაც საქმეზე არის შეგროვებული, დგინდება, რომ იგეგმებოდა, ამას უკვე პირველ პირში ლაპარაკობს პროკურორი, ერთ-ერთი პირის მკვლელობა, შემდეგ იყო დასმული კითხვა, არის აქ საუბარი საქართველოს პატრიარქზე, იყო ასეთი კითხვა დასმული პრესკონფერენციაზე, პასუხი გახსოვთ? არ გახსოვთ? თქვენ თუ გახსოვთ, მაინტერესებს, რომ პატრიარქზე არ უსაუბრია,"- მიმართა გოგაძემ ჟურნალისტებს.

რაც შეეხება, გაუთქმელობის ხელწერილის საკითხს, მთავარი პროკურორის მოადგილემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ თუ გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, რომ გაუქმება შეიძლება, ამის გადაწყვეტილებას გამომძიებელი და პროკურორი მიიღებენ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი