კომენტარი
ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი - ანა დოლიძე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე ამბობს, რომ ევროსასამართლოს მიერ ქართული მხარის მიერ წარდგენილი მოსამართლეების დაწუნება არის სამწუხარო და დასაფიქრებელი ფაქტი.
,,ეს არის ჭკუის სასწავლებელი და დასაფიქრებელი იმათთვის, ვინც ეს პროცესი წარმართა. სავარაუდოდ უნდა გაიმართოს ხელახალი კონკურსი იმისათვის, რომ შევარჩიოთ ახალი კანდიდატურა ჩვენი მოსამართლის ვაკანსიის შესავსებად. ეს წაიღებს კიდევ მეტ დროს, კიდევ მეტ რესურსს, ხალხის დროს და რა თქმა უნდა, ეს ეფუძნება იმას, რომ თავის დროზე ეტყობა იყო რაღაც შეცდომები დაშვებული, რომლის საფუძველზეც ევროსაბჭოში მიიღეს ეს გადაწყვეტილება’’, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.
ცნობისათვის: საქართველო ევროსასამართლოს მოსამართლეობის ახალ კანდიდატებს აპრილამდე წარადგენს.
ქართულ მხარეს კონკურსის ხელახლა ჩატარება და ახალი სიის წარდგენა დაევალა, რადგან ევროპის საბჭოს კომიტეტმა წარდგენილები - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი ბადაშვილი არ დაამტკიცა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


