კომენტარი
ეს არი იყო ბოიკოტი - ეკა ბესელია ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიაში შექმნილ ვითარებაზე
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დროებით დატოვება ბოიკოტი არ ყოფილა და განპირობებული იყო იმით, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება.
„ეს არი იყო ბოიკოტი, ეს არ იყო ჩვენი მხრიდან კომისიის, როგორც პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით შექმნილი ორგანოს მიმართ უპატივცემულობა, ეს იყო ძალიან არაკოლეგიალური, არაკორექტული დამოკიდებულება კომისიის იმ წევრების მხრიდან, რომელთაც ერთპიროვნულად მიიღეს გადაწყვეტილება სხდომების დანიშვნის თაობაზე ისე, რომ ეს არ იყო კონსულტირებული და გავლილი ჩვენთან ერთად“,- თქვა ბესელიამ.
დეპუტატის თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე საპარლამენტო ოპოზიციამ შეცვლილი დასკვნის პროექტი წარადგინა სხდომაზე.
„ის დასკვნის პროექტი, რომელიც წარმოადგინეს ასე შეცვლილი და ფრაგმენტული კომისიის იმ წევრებმა, რომლებიც წარმოადგენენ “ევროპულ საქართველოს”, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს არღვევს კონსტიტუციის დადგენილ ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, არღვევს ყველა სტანდარტს, რომელსაც უნდა იცავდეს კომისია“, - განაცხადა ბესელიამ.
არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე დეპუტატებმა დღეს საბოლოო დასკვნა უნდა განიხილონ.დასკვნის ის ნაწილი, რომელიც “ევროპული საქართველოს” წევრებმა უკვე გაასაჯაროვეს, საქმის ახალ და სკანდალურ დეტალებს შეიცავს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


