კომენტარი
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული - მანანა კობახიძე
მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან პირველი განცხადება გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მის წარდგენასთან დაკავშირებით.
მანანა კობახიძე ამბობს, რომ ის მიუკერძოებელი მოსამართლე იქნება და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები გამოვა მხოლოდ საქმეში არსებული გარემოებების შესწავლის შედეგად.
„4 წლიანი გამოცდილება და ცოტა მეტიც, როგორც კანონმდებლის, მხოლოდ და მხოლოდ დამეხმარება იმაში, რომ ობიექტურად და ყოველმხრივ შევაფასო ესა თუ ის კანონი. შეიძლება კანონზე იყოს ჩემი ხელმოწერა, შეიძლება იყოს ჩემი ინიცირებულიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე კონკრეტულ საქმეში ვიქნები მიკერძოებული, ამ შემთხვევაში რომელიმე მხარის მიმართ. თუ მოსარჩელე დამარწმუნებს იმაში და იქნება შესაბამისი მტკიცებულება, რომ ის კანონი, რომელსაც შეიძლება თავის დროზე მე მხარი დავუჭირე, არღვევს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლს და არის არაკონსტიტუციური, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მე მოვაწერ ასეთი კანონის არაკონსტიტუციურობას ხელს,“ - განაცხადა მანანა კობახიძემ.
ცნობისათვის: პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


