კომენტარი
ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორ მოხდება ქუჩების სახელდება გმირების პატივსაცემად - მაია ბითაძე
სახელმწიფომ ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, თუ როგორ მოხდება ქუჩების სახელდება იმ გმირების პატივსაცემად, რომლებიც, სამწუხაროდ, არასაომარი მდგომარეობის დროს დაიღუპნენ, - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ.
მისი თქმით, არა მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის, არამედ სხვა გმირების, მათ შორის გიორგი ანწუხელიძის გმირობაც დაფასებული უნდა იყოს.
„მერიის პოზიციაა, რომ ყველა გმირის სახელი იყოს დაფასებული. ჩვენ, სამწუხაროდ, გარდა ტატუნაშვილისა გვყავს სხვა გმირები, მათ შორის ანწუხელიძეც, ამიტომ სახელმწიფომ ამ კონტექსტში ერთიანი პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს, თუ როგორ მოხდება ქუჩების სახელდება იმ გმირების პატივსაცემად, რომლებიც, სამწუხაროდ, არასაომარი მდგომარეობის დროს დაიღუპნენ“, - განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ნაწილი ითხოვს თბილისში, მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის გამზირი ეწოდოს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


