კომენტარი
ერთი-ერთი მთავარი პარტიის წარმომადგენელს სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი - სალომე ზურაბიშვილი დავით ბაქრაძეზე
ერთი-ერთი მთავარი პარტიის წარმომადგენელს სხვა საქმე არ აქვს თუ არა ჩემზე ლაპარაკი, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი "ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატის, დავიუთ ბაქრაძის განცხადების კომენტირებისას.
დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ ჰააგას სასამართლოში საქართველოს საპასუხო სარჩელში რუსეთი სალომე ზურაბიშვილის ციტატებს იყენებს.
"სადაც საუბრობენ, იქ მტკიცებულებებიც უნდა მოიტანონ. მე მიკვირს ის, რომ ახლა კამპანია მთავრდება. ერთი-ერთი მთავარი პარტიის წარმომადგენელს სხვა საქმე არ აქვს, თუ არა ჩემზე ლაპარაკი. როგოც ჩანს, მე ვარ კამპანიის თემა. მე მგონი, საზოგადოება ელოდება იმას, რომ გაიგოს, ამ არჩევნებში რომელი საპრეზიდენტი კანდიდატი რას ჰპირდება მომავლისთვის. მე ამას ვეტყვი ამომრჩეველს, ვეუბნები და მე მგონი, დრო არის, რომ სხვებმაც გასცენ პასუხი ამ მთავარ კითხვაზე - რისთვის მოდიან, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატები.
თუ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ჩემი არგუმენტები იყოს, ცალკე ბრიფინგს მივუძღვნი ამ საკითხს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


