კომენტარი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს - გრიგოლ ვაშაძე
საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები, განსაკუთრებით პარლამენტი დარჩეს ქუთაისში, – განუცხადა ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც კომენტარი გააკეთა პარლამენტის ქუთაისიდან შესაძლო გადატანის საკითხთან დაკავშირებით.
„საპრეზიდენტო არჩევნები ფაქტიურად გადაიქცა რეფერენდუმად იმაზე, რა მომავალი ელოდება საქართველოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველოს მოქალაქის დავალებაა, ყველაფერთან ერთად – დავამთავროთ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, რომ ჩვენთან არავინ ბოროტად არ გამოიყენოს დემოკრატიული ინსტიტუტები, ქვეყანა დაადგეს ისევ განვითარების გზას. ერთ–ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაკვეთაა, რომ პოლიტიკური ინსტიტუტები, განსაკუთრებით პარლამენტი დარჩეს ქუთაისში. ეს არ არის მარტო ქუთაისელების და თქვენი მონამორჩილის აზრი, ამას თბილისშიც ბევრი ადამიანი საუბრობს, გურიაშიც და სამეგრელოშიც, რადგან ეს ქალაქი მართლაც ამისთვის არის შექმნილი.
ასე, რომ წყნარად, მშვიდად, დემოკრატიულად, ჩვენს ქვეყანას ეყოფა დაპირისპირება, შეხლა–შემოხლა, ერთმანეთის შეურაცხყოფა“, – განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


