კომენტარი
ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება - დაიმონ ვილსონი
ბათუმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.
ამერიკის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის დეიმონ ვილსონის თქმით, დროთა განმავლობაში მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები მძიმედ დააწვება რუსეთს.
მისივე შეფასებით, თუ საქართველო უსაფრთხოებისა და თავდაცვის ასპექტებს სწორად წარმართავს, იგი ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდება.
ვილსონის თქმითვე, ნატო საქართველოს ხედავს, როგორც საყრდენს რთულ რეგიონში სტაბილურობის შესაქმნელად.
„როგორც შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, საქართველოს მომავალი დასავლეთში, ტრანსატლანტიკურ გაერთიანებაშია. თუ კი ჩვენ უსაფრთხოებისა და თავდაცვის ასპექტებს სწორად წარვმართავთ, ერთ დღეს საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ნატო საქართველოს ხედავს, როგორც საყრდენს რთულ რეგიონში სტაბილურობის შესაქმნელად. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ოკუპაციის პრობლემას ერთ ღამეში. უნდა დავანახოთ რუსეთს, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, დონბასსა და ყირიმში სამხედრო ძალების განთავსებით, მან პრობლემა საკუთარ თავს შეუქმნა.
დროთა განმავლობაში მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები მძიმედ დააწვება რუსეთს. მანამდე კი ძლიერი დემოკრატიით, ეკონომიკის განვითარებითა და კანონის პატივისცემით, საქართველო მზად უნდა იყოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შემორიგებისთვის“,-აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


