უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

13 ოქტომბერი, 2018 17:05
font-size

ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდმა (SBFIC) და კომპანიამ `კინგსი - საქართველო` ახალი საგანმანათლებლო პროექტი წარადგინეს

"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდმა (SBFIC) და კომპანიამ "კინგსი - საქართველო" საზოგადოებას ახალი პროექტი წარუდგინეს, რომელიც კინგსის სასკოლო ოლიმპიადაში ფინანსური განათლების კომპონენტის დამატებას ითვალისწინებს.

დღეს ტექნოპარკში ეროვნული ბანკის, SBFIC-ისა და კინგსის წარმომადგენლებმა პირველი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს სკოლის მოსწავლეებთან და მშობლებთან. მათ სტუმრებს გააცნეს პროექტის აღწერა და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე. ღონისძიების მთავარ მიზანს სკოლის მოსწავლეებში ფინანსური განათლების მიმართ ინტერესის გაღვივება და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს. ახალგაზრდებმა მოისმინეს მოწვეული სტუმრის, ცნობილი ტელეწამყვანის, ირაკლი კაკაბაძის ინტერაქტიული ლექცია. მან ისაუბრა ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ და ბავშვებს გაუზიარა ფინანსურ გადაწყვეტილებებთან მიმართებით საკუთარი გამოცდილება.

კინგსის სასკოლო ოლიმპიადა II-XII კლასელთათვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით უკვე 64 მუნიციპალიტეტი და 250,000-ზე მეტი ბავშვია ჩართული. ოლიმპიადა სამ საგანში - ქართულ ენაში, ინგლისურ ენასა და მათემატიკაში ტარდება. აღსანიშნავია, რომ ფინანსური განათლების თემების ინტეგრაცია სწორედ მათემატიკის საგნის ოლიმპიადაში განხორციელდა. გარდა ოლიმპიადისა, კინგსის სასწავლო პროგრამა ონლაინ სასწავლო პლატფორმასაც მოიცავს, სადაც ოლიმპიადის ფარგლებში შემუშავებული სასწავლო რესურსი განთავსდება. აღნიშნული რესურსი ისეთ მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა - პირადი ფინანსების მართვა, დაზოგვა, ხარჯვა, ფინანსური მიზნების დასახვა და გადაწყვეტილებების მიღება, ფინანსური პროდუქტები, მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ფინანსური უსაფრთხოება. სასწავლო მასალა სამიზნე ჯგუფისთვის საინტერესო ფორმითა და მარტივი ენითაა შედგენილი.

"ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ეროვნული ბანკის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდანვე უნდა იწყებოდეს და ჩვენც, პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ, ახალგაზრდებისთვის რაც შეიძლება ბევრი საინტერესო და ხელმისაწვდომი რესურსი შევქმნათ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ გერმანული შემნახველი ბანკების ფონდს ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის ინიციატივების მუდმივი მხარდაჭერისთვის და ასევე კინგსს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, და რომლის ჩართულობითაც, ვფიქრობთ, ძალიან ბევრ მოსწავლეს მივაწვდენთ ხმას. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ აქტიურობისკენ და თითოეულ მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას!", - განაცხადა ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.

დამატებითი ინფორმაცია კინგსის სასკოლო ოლიმპიადის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: www.kings.ge, www.lupi.ge.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი