კომენტარი
ეროვნულმა არქივმა ივანე ჯავახიშვილის ხელმოწერილი ისტორიული დოკუმენტი გამოაქვეყნა
ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ივანე ჯავახიშვილის 1921 წლის 16 თებერვლის წერილი თავდაცვის კომიტეტისადმი:
„ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, დოცენტები, ლექტორები, ასისტენტები და საზოგადოდ, სამეცნიერო სასწავლო ნაწილის პირადი შემადგენლობის წევრები მზად არიან ყველანი, მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და სიცოცხლე შესწირონ საფრთხეში მყოფის ძვირფასი სამშობლოს თავისუფლების დაცვის საქმეს“, - ამონარიდი 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან არსებულ თავდაცვის კომიტეტისადმი თსუ-ის რექტორის, ივანე ჯავახიშვილის წერილიდან.
წერილს ახლავს ივანე ჯავახიშვილისა და საბჭოს მდივნის, აკაკი შანიძის ხელმოწერები.
რუსული ბოლშევიკური მე-11 არმიის შემოჭრა საქართველოში 11/12 თებერვლის ღამეს სომხეთ-საქართველოს საზღვრიდან დაიწყო.
"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


