კომენტარი
ეროვნული ვალუტის ცვალებადობაზე ბანკები ხელს ითბობენ - დავით ჭიჭინაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, ლარის გაუფასურებით მოგებული საბანკო სექტორი რჩება.
ამის შესახებ დეპუტატმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„2015 წლის ბოლოდან - მას შემდეგ რაც ეროვნული ვალუტა არასტაბილური გახდა, როდესაც მთელს მსოფლიოში დოლარმა სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში გამყარება დაიწყო, ჩვენი კომერციული ბანკების არასაპროცენტო შემოსავლები საკმაოდ გაიზარდა – თითქმის გაორმაგდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ბანკები ხელს ითბობენ ეროვნული ვალუტის ცვალებადობაზე.
შესაბამისად ეროვნული ბანკი უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორ დაარეგულიროს ეს სიტუაცია იმიტომ, რომ რაც მეტ ფულს შოულობენ ბანკები ამ არასაპროცენტო შემოსავლებით, ჩათვალეთ, რომ აკლდება ბიზნესს და არცთუ ისე სახარბიელოდ აისახება ეკონომიკაზე. 2015-2016 წლებში როდესაც ვალუტის ხან მყისიერად უფასურდებოდა და ხან მყარდებოდა მაშინ „რიკო კრედიტის“ ხელმძღვანელმა ვერც დამალა და თქვა, რომ ძალიან მოკლე პერიოდში 5 მილიონის მოგება ნახა“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


