კომენტარი
”ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტით პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე - გიორგი აბაშიშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განმარტებით, ”ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილება, რომელიც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნას ეხება, ტექნიკური ტიპის იყო.
,,აქ არანაირი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან არ გვაქვს საქმე. ჩვენ ეროვნულ ბანკთან და პარლამენტთან კონსულტაციის გზით წავედით ძალიან სწორი არჩევანის თვალსაზრისით, რომ გაგვესწორებინა ეს ხარვეზი. ასე რომ, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მხოლოდ ტექნიკური ტიპის ცვლილებასთან გვაქვს საქმე”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
ცნობსათვის: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებაზე მუშაობს.
კანონში შეიცვლება ბანკის ვიცე პრეზიდენტების დანიშვნის წესი. მოქმედი რედაქციის თანახმად, ბანკის ვიცეპრეზიდენტებს საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს. კანონში დაგეგმილ ცვლილებებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის წარდგენის უფლება აღარ ექნება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


