უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 თებერვალი, 2019 16:10
font-size

ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი და ამ გარემოებათა ტყვე - რომან გოცირიძე

დღეს მომხდარის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველასათვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განუცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან. დღეს მან, ფაქტობრივად, პარლამენტს აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა.

პარლამენტი იშლება, ფაქტობრივად, საპარლამენტო უმრავლესობის სახით და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი და ამ გარემოებათა ტყვე. მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი. მას არ აქვს ნდობა საზოგადოების წინაშე და მისი მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას.

დღეს მომხდარის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ეს იქნება კარგი გაკვეთილი ყველასათვის.

რაც შეეხება პროკურატურას, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, შსს-ს, ეროვნულ ბანკს, პარლამენტს - ყველა ეს სტრუქტურა დღეს არ არსებობს და ემორჩილება ერთი ადამიანის ნებას. საქართველო იმართება არაფორმალური მმართველის წესების შესაბამისად. დღეს მომხდარი ფაქტი სცდება „თიბისი ბანკის“ და ზოგადად ფინანსური სფეროს საკითხს. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არის ჩამოშლილი“, - განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯარო განხილვას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ. სხდომის დაწყებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ არ მიაჩნდა ამ თემის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად. ამასთან, გვენეტაძემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანად შეაფასა. დეპუტატების განცხადებებისა და კამათის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, საკითხის საჯაროდ განხილვა შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს.

კომიტეტის სხდომას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი