კომენტარი
ექვსი წლის განმავლობაში ამ პარტიის თავმჯდომარემ ვერ მონახა დრო, რომ ერთხელ მაინც რომელიმე საჯარო სივრცეში წარმოეთქვა სიტყვა ,,ნატო“ - სოსო ცისკარიშვილი
ყველაზე ინფორმაციული საზოგადოებისათვის რუსთავი 2-ის გაჩენილი თემები გახლავთ. ჩვენი მართლმსაჯულება, რასაკვირველია, მის უკან ,,მიჩანჩალებს“ და მხოლოდ პასუხებით ცდილობს რამე დამაჯერებლის მიწოდებას, მაგრამ ერთ დღესაც რუსთავი 2-ის დირექციამ რომ გადაწყვიტოს , ,,მოდით, დღეს ნურაფერს ნუ ვიტყვით,“ აუცილებლად დამუნჯდება საკმაოზე მეტი სივრცე, რომელსაც ,,ქართული ოცნებაც“ ფლობს, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ ,,რეზონანსთან“ ინტერვიუში პროკურატურის მიერ 2016 წელს მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, რომელის თანახმადაც, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ახალი ჩანაწერები ,,ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გადაფარვის მცდელობა იყოს, პოლიტილოგი დადებითად პასუხობს.
,,რასაკვირველია. როდესაც იწყება საუბარი იმაზე, რომელი უნდა იყოს ჩვენ მიერ შერჩეული პრეზიდენტი, შესაძლოა, გვიპოვონ სუსტი ადგილები, რომლებმაც შეიძლება გადაგვადგმევინოს ნაბიჯი.
არსებობს ძალები, რომელთაც მხოლოდ გაუხარდებათ, თუ ჩვენ არც ევროკავშირში და არც ნატო-ში არ მიგვიღებენ, თუმცა ამ საკუთარ განცდებს ასეთები მალავენ.
ყველაზე მაღალმა ,,მეოცნებემ“ , ვინც შექმნა პარტია, ვინც დააკომპლექტა და სრული პრივატიზაცია მოახდინა ადამიანებისა, ექვსი წლის განმავლობაში ამ პარტიის თავმჯდომარემ ვერ მონახა დრო, რომ ერთხელ მაინც რომელიმე საჯარო სივრცეში წარმოეთქვა სიტყვა ,,ნატო“. თუ ვინმე უკრძალავს ამ თემაზე საუბარს, მაშინ იქნებ ვუშველოთ ,,მეოცნებეთა“ თავკაცს.
როდესაც მინისტრებიც კი არ არიან ისეთი თავისუფალნი თავიანთ საქმეში და მხოლოდ მოლოდინში არიან, რას ეტყვის ჩვენი აზრთა გამრიგე, რომელსაც სრულიად თვალსაჩინოა, დუმილი ურჩევნია საკუთარ გამონათქვამებს, ეს ძალიან ცუდია“, - აცხადებს ცისკარიშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


