მსოფლიო
ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ხმები სააკაშვილისა და კურჩენკოს საუბრის ჩანაწერში მათ ეკუთვნის - იური ლუცენკო
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან გაქცეული ოლიგარქის, სერგეი კურჩენკოს ოფისისგან 2017 წელს საპროტესტო აქციების ჩასატარებლად 200 000 დოლარზე მეტი მიიღო.
ლუცენკოს მტკიცებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული აუდიჩანაწერის ანალიზმა დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისა და სერგეი კურჩენკოს ხმების ავთენტურობა.
„მე ვამბობდი, რომ სააკაშვილთან დაახლოებული პირი და შემდგომში თავად სააკაშვილი კონტაქტში შევიდნენ ჯერ კურჩენკოს გარემოცვასთან და მერე უშუალოდ კურჩენკოსთან ფინანსური დახმარების მისაღებად, რომლის სანაცვლოდ განიხილებოდა კურჩენკოს დანაშაულების შესახებ მიმდინარე გამოძიებისთვის ხელშეშლა. გამოძიებამ იცის, რომ კურჩენკოს ოფისიდან 200 000 აშშ დოლარზე მეტი იყო გადაცემული, რაც იყო მიმართული საპროტესტო აქციების დაფინანსებაზე. განიხილებოდა უკრაინის პარლამენტის შენობის შესაძლო აღება. ფული სააკაშვილის ახლო გარემოცვის ხალხმა აიღო. ეს ჩვენ მიერ დადასტურებული ფაქტია.
გამოძიება გრძელდება, ის იოლი არაა. მაგრამ გვაქვს პირველი ნიშანი: ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ხმები სააკაშვილისა და კურჩენკოს საუბრის ჩანაწერში მათ ეკუთვნის. რა მოხდება შემდეგ, დამოკიდებულია გამომძიებლებზე, პროკურორებზე, ხოლო შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“, -უთხრა ლუცენკომ Deutsche Welle-ს.
5 დეკემბერს ლუცენკომ სააკაშვილი დაადანაშაულა კურჩენკოსგან ფულის აღებაში კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით. ასევე იყო გამოქვეყნებული საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და გაქცეული ოლიგარქის საუბრების აუდიოჩანაწერები.
მაშინ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ სააკაშვილის გარემოცვამ რუსეთიდან ნახევარი მილიონი დოლარი მიიღო „ახალი ძალების მოძრაობის“ მიტინგების დასაფინანსებლად, რომლის მიზანი იყო რუსეთის ინტერესებისთვის ქვეყანაში სიტუაციის არევა და ხელისუფლებაში მოსვლა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


