კომენტარი
ექსპერტებთან და არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები გავლილი გვქონდა - ირაკლი კობახიძე
პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართულ ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შესაბამისი კონსულტაციები იყო გავლილი.
ამის შესახებ კობახიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვით, რიგი არასმთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ კომისიის დაკომპლექტების პროცესი არაგამჭივირვალედ მიმდინარეობდა და რომ მათთან წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველა ძირითად არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ბუნებრივია ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ყველა იმ ორგანიზაციასთან, რომელიც ჩართულია კომისიის მუშაობაში, ასევე ყველა ექსპერტთან, რომელიც არის ჩართული კომისიის მუშაობაში. თქვენ იცით რომ გვქონდა რამდენიმე დღე იმისათვის, რომ გამოგვეცა შესაბამისი აქტი. 5-დღიანი ვადა გვქონდა პრაქტიკულად დადგენილების მიღებიდან შემადგენლობის დამტკიცებამდე. ამ დღეების განმავლობაში კონსულტაციები სხვადასხვა დღეს გვქონდა სხვადასხვა შეხვედრა როგორც არასამთავრობო ორგნიზაციის წარმომადეგნლებთან, ასევე ექსპერტებთან. პროცესი არათუ გამჭვირვალე არ იყო, პირიქით, აბსოლუტურად გახნსილი იყო და ყველა შესაბამის სუბიექტთან გვქონდა კონსულტაციები გავლილი. მათთან კონსულტაციების გარეშე ჩვენ ვერ უზრუნველვყოფდით ვერც ექპსრეტების და ვერც არასამთავრობოების ჩართულობას კომისიის მუშაობაში“,-განმარტა ირაკლი კობახიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


