კომენტარი
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება.
ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს თბილისის საქალაქო სასამართლოდან და უთხრეს, რომ 8 იანვარს ჩატარებულა ადმინისტრაციული სხდომა, სადაც მოსამართლემ თორნიკე კაპანაძემ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა და შემდგომი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, „რადგან დაუნახავს სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის ნიშნები“.
ვაჟა გაფრინდაშვილი წარსულში უკვე არის ცნობილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სამანქანო გზის “გადაკეტვის” საბაბით.
"ქართული ოცნება" ყველა საშუალებით ცდილობს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და ამისთვისაც იღებს ისეთ არარეალურ კანონებს, რომელიც ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის წარმოუდგენელია. რუსეთშიც წარმოუდგენელია, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანი შეიძლება ან ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლით რომ დააჯარიმონ. ჩემს შემთხვევაში, რადგან ერთხელ უკვე მქონდა ადმინისტრაციული სასჯელი გზის გადაკეტვაზე, სწორედ ამიტომ გადაიტანეს უკვე სისხლის სამართალზე. რუსთაველზე, ტროტუარზე ვიდექი და ვდგევარ 1968 წლიდან, რაც პირველ სკოლაში სწავლა დავიწყე და იმ პერიოდიდან შეკრებითად თუ დამაჯარიმებენ, ღმერთმა ქნას იმდენი წელი ვიცხოვრო," - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილი.
ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ შეწყდა და შემდგომი რეაგირსებისთვის შსს-ს გადაეცა გიორგი წულაიას და ანა ბდეიანის საქმეებიც.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


