უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

7 ნოემბერი, 2017 14:20
font-size

„ენგურჰესის“ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით მოსკოვში ქართულ-რუსულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა - მამუკა არეშიძე

„ენგურჰესის“ ექსპლუატაციის სამუშაო ჯგუფის წევრის, ექსპერტის, მამუკა არეშიძის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ზრდასა და თანხების ამოღების საკითხზე, ქართულ-რუსულ- აფხაზურ მხარეებს შორის უკვე ორი შეხვედრა შედგა.

არეშიძის თქმით, ერთი მათგანი სტამბოლში, მეორე კი მოსკოვში გაიმართა.

როგორც არეშიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ენგურჰესთან“ დაკავშირებით დღეს არსებული მდგომარეობა ფინანსურად წამგებიანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის, თუმცა შექმნილ მდგომარეობას აფხაზური მხარე ადგილზე ვერ აგვარებს.

„ენგურჰესისი“ ექსპლუატაციასთან დაკავშირებით უკვე ორი შეხვედრა შედგა ჩვენს კოლეგებთან. მე ვარ ამ სამუშაო ჯგუფში, ქართულ-აფხაზურ-რუსული შეხვედრები იყო. ეს არის ერთადერთი თემა, რომელზედაც რუსული და ქართული მხარის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა, აფხაზურის კი განსხვავდება. თუმცა, ის ადამიანები ვინც ესწრებოდნენ აფხაზეთიდან ამ შეხვედრებს, გვეთანხმებიან, რომ არანორმალური მდგომარეობაა.

ქართული და რუსული პოზიციები ემთხვევა იმაში, რომ არ შეიძლება ასეთი არანორმალური მდგომარეობა აფხაზეთში. გვეთანხმებიან, რომ არ შეიძლება ფულის ამოღება არ ხდებოდეს, რომელიც მხოლოდ გალის რაიონში ხდება. არ შეიძლება, რომ სადენების რეაბილიტაცია არ ხდებოდეს. ზარალს ყველა მხარე ნახულობს, ადგილობრივი, აფხაზური მოსახლეობის გარდა ზარალს ნახულობს ყველა მხარე.

ჩნდება კითხვა, რატომ არ შეიძლება აფხაზურმა მხარემ ეს საქმე მოაგვაროს. ეს იმიტომ, რომ გადახდის კულტურა დაიკარგა. ახლა რომ მიადგე და უთხრა გადაიხადეო, შეიძლება ავტომატით გამოგივარდეს. აფხაზური მხარე ამ საკითხს ვერ აგვარებს. თუ თანხის ამოღება არ მოხდა, და ეს სისტემა არ დალაგდა, დონორები უარზე არიან დააფინანსონ ენგურის რეაბილიტაცია.

თებერვალში ენგური ჩერდება. გადაწყვეტილია, რომ 2,3,4 თვით გამომდინარე იქიდან თუ რა პრობლემები არის თვითონ ენგურის საძირკველში და ასე შემდეგ.

ჩვენთვის თანხების ამოუღებლობა წამგებიანია, რადგან რუსეთი აფხაზეთს, მერე საქართველოს გავლით ელექტროენერგიას დაბალი ტარიფით აწვდის. თვითონ რუსებიც კარგავენ თანხებს, რადგან დაბალი ტარიფით აწვდიან.

ერთი შეხვედრა სტამბოლში შედგა, მეორე მოსკოვში. მოსკოვში უნივერსიტეტის ბაზაზე გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ სტუდენტები და მაგისტრანტები - რუსები, ქართველებიც და აფხაზებიც, რომლებიც იქ სწავლობენ. ამ შეხვედრების დონორია შვეიცარიული მხარე.

აფახზეთში სამონიტორინგო პროცესი იქნება, რომ მოხდეს ტარიფების ზრდა. საზოგადოების მომზადება იწყება. ჩვენ კი შემდგომში გავაგრძელებთ მონიტორინგს იმაზე, თუ რამდენად არის ჩართულობა საზოგადოებირივი ორგანიზაციების და რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი“,-განმარტა არეშიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი