კომენტარი
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა გამორიცხულია - მიხეილ ბოცვაძე
,,ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდებას იმის შესახებ, რომ ვანის მუნიციპალიტეტის „ენერგო-პროს“ უბნის მენეჯერი ადგილობრივ მცხოვრებლებს, ბელთაძეების ოჯახს უკანონოდ დაემუქრა, კომპანიაში პასუხობენ.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ გიგი უგულავას ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.
„ჩვენგან გამორიცხულია რაიმე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მით უმუტეს იმ ფორმით, რაც, თითქოს, მოხდა ვანის მომსახურების ცენტრში ჩვენი წარმომადგენლის მიერ. ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მსგავსი გადამოწმებები, როგორიც იყო ერთ-ერთი ეს ობიექტი. მხოლოდ ვანში ბოლო ორ თვეში გადამოწმებულია 57 კომერციული აბონენტი, მათ შორის, ოთხ შემთხვევაში ხარვეზი დაფიქსირდა, 4-დან სამმა რეაგირება მოახდინა, ხოლო მეოთხე არის ეს ავტოსამრეცხაო, რომლის გამო, თითქოს, ასეთ სკანდალში ეხვევა კომპანია. კარგი იყო, დავლოდებოდით ჩვენს ინფორმაციას, კარგი იყო, გადამოწმებულიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, გუშინ საღამოს ჩვენმა წარმომადგენელმა მიიღო ზარი პოლიტიკური ლიდერისგან და დაიმსახურა მხოლოდ დედის გინება,“- განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


