კომენტარი
ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი კი ჩვენი მემატიანეა! - ქეთი დოლიძე
რეჟისორი ქეთი დოლიძე 9 აპრილთან დაკავშირებით ფოტოგრაფ იური მეჩითოვის მიერ 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ეს უკანასკნელი ამბობს, რომ 20 ქალი ასფიქსიით გარდაიცვალა და განზრახ არავის მოუკლავს.
დოლიძე იური მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება და ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებმა ხალხი მიატოვეს და გაწირეს.
ამის შესახებ ქეთი დოლიძე იური მეჩითოვის ფეიბსუკგვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში წერს.
„იურა, ისინი ყვირიან და ხავიან, ვინც ყველაზე კარგად იცის, რაც და როგორ მოხდა 9 აპრილს! ის ახსნან, ირაკლი ბათიაშვილის გარდა, ყველა უვნებელი რომ გამოძვრა!!!
სამარცხვინოდ: 22 ქალი და ორი მილიციელი!
ხომ დაირტყით უკანალზე ფეხები და შეატოვეთ ეს ქალები და შეწირეთ მსხვერპლად! ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი კი ჩვენი მემატიანეა! გარეწარი, მკვლელი გვარამია რომ ამდენს "ბლატაობს", ეს არ ეპატიება "ოცნებას"!“- წერს ქეთი დოლიძე.
ამასთან, რეჟისორი იური მეჩითოვთან დაკავშირებით პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზეც აქვეყნებს:
,,ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩიტოვს, ხართ ნაცები ან მათი მხარდამჭერები!
მისი მეათედი გააკეთეთ საქართველოსთვის!
იურა -9 აპრილის მემატიანე
იურა - საქართველოში და თბილისში შეყვარებული ხელოვანი!
იურა- საოცარი ალბომის შემქმნელი სერგო ფარაჯანოვზე, როგორც ძირძველ თბილისელზე და გენიალურ რეჟისორზე
იურა- უნიკალური ფოტოხელოვანი, რომელმაც ჩვენი გამოჩენილი თანამემამულეების პორტრეტები შექმნა!
თუმანიშვილისა და მისი თეატრის ისტორიის მემატიანე!
იურასავით გიყვარდეთ და გულშემატკივრობდეთ თქვენ საქართველოს!
90ანების სიძულვილის სუნი დგას, როცა პირველად გაიხლიჩა საქართველო და ურა პატრიოტების ხელში ჩავარდა!!!!
"ქელეხების და ქეიფების ხალხოოოოოო!"
ხელები შორს იურა მეჩიტოვისგან!
ვნახავ ერთი, რამდენი ვინმე გაიზიარებს!!!!
იურა! ბრწყინვალე ხელოვანი ხარ!!!!!“ - დაწერა ქეთი დოლიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


