მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა და ვლადიმირ პუტინმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს
საფრანგეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და მისმა რუსმა კოლეგა, ვლადიმირ პუტინმა, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
კრემლის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ მუშაობაზე აქტუალურ საერთაშორისო საკითხებთან მიმართებაში და გამოთქვეს მზაობა მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა.
ამასთან, კრემლის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
გარდა ამისა, მაკრონმა და პუტინმა უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისი მოგვარება მინსკის შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს.მხარეებმა ასევე აღნიშნეს პირადი კონტაქტების დამყარების მნიშვნელობა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


