უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 იანვარი, 2017 14:00
font-size

ეკა ბესელია - ,,გაზპრომთან’’ ხელშეკრულებაზე: არ მიიღება არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს

საპარლამენტო უმრავლესობას არც დებატების გამართვის და არც კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა აქვს, - ასე პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საპარლამენტო უმცირესობის წევრ სერგო რატიანს, რომელიც „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებაზე პარლამენტში დებატების გამართვას ითხოვს.

"ამ საკითხზე არაერთი კომენტარი გააკეთა ყველა პირველმა პირმა, მათ შორის მინისტრმა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ქვეყნის საწინააღმდეგოდ არ გადაიდგმება და არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი. არ მიიღება არც ერთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და სუვერენიტეტს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. პარლამენტი ამისთვის არის, რომ დეპატები იმართებოდეს და არ არის პრობლემა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა უმრავლესობას კითხვები ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან, ბესელიამ უპასუხა, რომ "არავითარი კითხვები რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან მიმართებაში არ დგას".

"ჩვენ კითხვებს კითხვებისთვის არ ვსვამთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველა ინფორმაცია მივიღოთ, რაც გვჭირდება. არავითარი კითხვები რაიმე ტიპის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან მიმართებაში არ დგას ჩვენთვის, თუკი არის ასეთი დიალოგის და დებატის გამართვის აუცილებლობა", - აღნიშნა ბესელიამ.
ცნობისათვის: საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.

როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, სერგო რატიანმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ უმცირესობის ფრაქციებთან შეხვედრაზე უარი თქვა, რითაც მინისტრმა კანონი დაარღვია, მათი მოთხოვნაა პარლამენტში პოლიტიკური დებატების გამართვა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი