მსოფლიო
ეგვიპტეში მეჩეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 235-მდე გაიზარდა
ვიპტეში, ქალაქ ბირ ალ-აბედის მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, სულ მცირე 100-მდე ადამიანი დაშავდა.
ალ-რავდას მეჩეთს, რომელშიც დადიან სუფისტები [მიმდინარეობა ისლამში, რომლის მიმდევრებს ჯიჰადისტები, მათ შორის ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელწმიფო“ ერეტიკოსებს ეძახის], ათობით შეიარაღებული პირი პარასკევის ლოცვის დროს გაუხსნა ცეცხლი. მათ შენობაში ბომბი შეაგდეს, რის შემდეგ ესროდნენ იმ ხალხს, ვინც მეჩეთიდან გამორბოდა.
ამჟამად ეგვიპტის შსს დამნაშავეებს ეძებს.
ბიბისის ცნობით, ეს ყველაზე სისხლიანი თავდასხმაა ეგვიპტის ისტორიაში.
ამ დროისთვის არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა მომხდარზე.
ანა მებურიშვილი
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


