უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 დეკემბერი, 2025 12:15
font-size

ეგრევე მომიშვირეს ავტომატები და მითხრეს, ტელეფონი დააგდე, შენო,ის ტელეფონი ნივთმტკიცებაა, ამოღებულია და არ გაქვს [გამოყენების] უფლებაო - ანი ნადარეიშვილი

ტელეფონი გავხსენი ეგრევე, „ლაივი“ რომ ჩამერთო, იმიტომ, რომ საოცარი სანახაობა იყო, არ ვიცი, ეს ავტომატიანი ხალხი რა საჭირო იყო. ეგრევე მომიშვირეს ავტომატები და მითხრეს, ტელეფონი დააგდე, შენო,ის ტელეფონი ნივთმტკიცებაა, ამოღებულია და არ გაქვს [გამოყენების] უფლებაო, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა მათ საცხოვრებელ სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

ანი ნადარეიშვილის თქმით, ვიდრე სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა, დაუკავშირდნენ სუს-იდან და უთხრეს, რომ მოწმის სახით გამოკითხვაზე იბარებდნენ მას, მის მეუღლეს ბაჩო ახალაიას და ოჯახის ახლობელს ზვიად გაგუას, რაზეც ნადარეიშვილის თქმით, საპასუხოდ უთხრა, რომ ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემდა.

„დაახლოებით, 4 საათი იქნებოდა, ჩემს ნომერზე დარეკეს. ვინც მანამდე სუს-ში დამიბარა და დამკითხა, ის ქალბატონი იყო, მითხრა, რომ დამატებით ჰქონდა კითხვები, მოწმის სახით მიბარებდა და ასევე იბარებდა ბაჩოს და ზვიად გაგუასაც, ჩვენი ოჯახის ახლობელს, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს. მე ვუპასუხე, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდოდით, გამომდინარე იქიდან, რომ მასკარადი, მოაწყვეს წინა დაკითხვაზე სასწრაფოსთან და ცუდად გახდომასთან დაკავშირებით, როცა მთელი დღე ჰყავდათ დაკითხვაზე რაღაც ერთი ხმის ნიმუშის გამო. შიგნით რაც ხდებოდა, თვითონ ძალიან კარგად იციან, აქედან გამომდინარე, ვუპასუხე [მაგისტრ მოსამართლესთან მისვლის თაობაზე]. მითხრა, რომ კი ბატონო, ამას ოქმით დავაფიქსირებ და დაგიკავშირდებითო. ზუსტად ნახევარ საათში, დაახლოებით 30 ავტომატიანი და ნიღბიანი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები შემოცვივდა. იდგენენ შემოსატეხი რაღაცებით და ავტომატებით. ტელეფონი გავხსენი ეგრევე, „ლაივი“ რომ ჩამერთო, იმიტომ, რომ საოცარი სანახაობა იყო, არ ვიცი, ეს ავტომატიანი ხალხი რა საჭირო იყო. ეგრევე მომიშვირეს ავტომატები და მითხრეს, ტელეფონი დააგდე, შენი ტელეფონი ნივთმტკიცებაა, ამოღებულია და არ გაქვს [გამოყენების] უფლებაო. მომადგა ის ქალბატონი გამომძიებელი და მითხრა, რომ თქვენც დაპატიმრებული ხართ და აქეთ გადმობრძანდითო და დაიწყეს ჩემი ოქმის შევსებაც. მე გამიყვანეს, მერე გაიყვანეს ბაჩო და მერე წაუყვანიათ ზვიად გაგუა. სუს-ში წაიყვანეს დაკითხვაზე, იქ უთხრეს, ბაჩოს წინააღმდეგ მიეცი ჩვენებაო, დაადასტურე, რომ ჰქონდა კონტაქტი, ორგანიზატორი იყო და ანის გამოვუშვებთო, თუ არადა, ხედავთ, რომ ორივე დაჭერილია და ბავშვები დედ-მამის გარეშე დარჩებიანო. მერე გამოუშვეს, მოიყვანეს სახლში, სახლში ჩხრეკა მიმდინარეობდა და ცოტა ხანში ისევ წაიყვანეს, იგივე უთხრეს, რამე ხომ არ მოიფიქრე, დასამატებელი ხომ არ გაქვსო?!“- განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი