მსოფლიო
„ეჭვს იწვევს ის, რომ რუსეთი, ელჩის მკვლელობის ფონზე, მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა“
მაშინ, როცა რუსეთმა თვითმფრინავის ჩამოგდების გამო თურქეთში რადიკალური განცხადებები გააკეთა, გაუგებარია რატომ დუმს ელჩის მკვლელობის დროს, - ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველო-კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ირაკლი ტორონჯაძემ განაცხადა.
ექსპერტისთვის, ერთ-ერთი გავლენიანი დიპლომატის მკვლელობის ფონზე, რუსეთის პოზიცია გაუგებარია. ირაკლი ტორონჯაძე მიიჩნევს, რომ კარლოვის მკვლელობას რუსეთი თურქეთზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.
„ელჩის მოკვლა ყოველთვის არის რეზონანსული საქმე. მით უმეტეს კარლოვი, რომელიც წლების მანძილზე სხვადასხვა ადგილას დიპლომატად მუშაობდა, თურქეთის ელჩი იყო იმ პერიოდიდან, როცა დაიწყო თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობების დალაგება, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია ოფიციალური რუსეთის მხრიდან მხოლოდ სტანდარტული განცხადებების გაკეთება ამ ფონზე, მაშინ, როცა თვითმფრინავის ჩამოგდების გამო თურქეთის ტერიტორიაზე რუსეთმა საკმაოდ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ადვილი სავარაუდოა, რომ შექმნილი სიტუაციის ფონზე სირიაში პოზიციების გასამყარებლად რუსეთი თურქეთზე გავლენის მოპოვებას გააძლიერებს,“- განაცხადა ირაკლი ტორონჯაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


