მსოფლიო
ეჭვი არ შეგეპაროთ, ვუპასუხებთ, რადგან ასეთ უტიფრობას ვერ მოვითმენთ - სერგეი ლავროვი რუსი დიპლომატების გაძევებაზე
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა რუსი დიპლომატების გაძევებას დასავლეთის ქვეყნებიდან „უტიფრობა“ უწოდა, რომელსაც მოსკოვი უპასუხოდ არ დატოვებს.
„ეჭვი არ შეგეპაროთ, ვუპასუხებთ, რადგან ასეთი უტიფრობის მოთმენა, რა თქმა უნდა, არავის არ სურს, არც ჩვენ არ მოვითმენთ“, - უთხრა რუსმა მინისტრმა ТАСС-ს ტაშკენტში ვიზიტის დროს.
ლავროვის თქმით, ბევრმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება უზარმაზარი საერთაშორისო ზეწოლის გამო მიიღო.
„დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როცა რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე ევროპაში სულ უფრო ცოტა დამოუკიდებელი ქვეყანა რჩება. როცა ერთ, ორ დიპლომატს სთხოვენ, დატოვონ ესა თუ ის ქვეყანა, თან ყურში გვიჩურჩულებენ ბოდიშს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ესაა უზარმაზარი წნეხის, უზარმაზარი შანტაჟის შედეგი, რომელიც ვაშინგტონის მთავარი იარაღია საერთაშორისო არენაზე“, - აღნიშნა ლავროვმა.
ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილი იულიას მოწამვლის გამო, რომელშიც ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს, რუს დიპლომატებს მსოლიოს 23 ქვეყნიდან გააძევებენ.
აშშ-მ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ქვეყანას 60 რუსი დიპლომატი დატოვებს, მას შეუერთდნენ გერმანია, უკრაინა, დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, იტალია, კანადა, ჰოლანდია, რუმინეთი, ფინეთი, ესპანეთი და ა.შ.
სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.
12 მარტს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა, რათა მოსკოვს პასუხი გაეცა, როგორ მოხვდა ეს ნივთიერება ბრიტანეთის ტერიტორიაზე. რუსეთმა ამ ულტიმატუმზე არ უპასუხა. ამის შედეგად კი ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა და რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობა გაწყვიტა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


