კომენტარი
ძალიან ცუდია, როცა ტელეკომპანიას იძულებით უწევს საკუთარი ეთერის გათიშვა - დავით ბაქრაძე
ნაბიჯი, რომელიც გადადგა ტელეკომპანიამ იძულებითია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, დავით ბაქრაძემ რუსთავი 2-ის მიერ მაუწყებლობის საპროტესტო რეჟიმზე გადასვლის კომენტირებისას.
,,ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქმე უკვე არის გადაწყვეტილების დასკვნით სტადიაზე და სამწუხაროდ, ალბათ, ეს იქნება გაგრძელება იმ უკანონობის, რომელიც ჩვენ ვიხილეთ წინა ეტაპებზე. მთელი ეს ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს, მათ შორის ბოლო ეტაპის ბრძოლა უკვე ნიკა გვარამიას წინააღმდეგაც, მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლებას საქართველოს საერთაშორისო ინტერესების, მისი შიდა დემოკრატიის საზიანოდ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ბოლომდე აქვს გადაწყვეტილი რუსთავი 2-ის წაღება.
ძალიან ცუდია, როცა ტელეკომპანიას იძულებით უწევს საკუთარი ეთერის გათიშვა საპროტესტო აქციის ნიშნად. ეს არის იძულებითი ნაბიჯი, რომელიც იმედი მაქვს საზოგადოებაში რეზონანსს გამოიწვევს და იმედი მაქვს, რომ სიტყვის თავისუფლების აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი მოვა”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


