კომენტარი
ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო - ეკა ბესელია
„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, ივანიშვილთან იმ სტრატეგიაზე ისაუბრებენ , რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს.
„წინ მეორე ტური გველოდება. ძალიან სერიოზული მობილიზება, მომზადება, შეთანხმება და შეჯერებაა საჭირო. სწორედ იმ სტრატეგიაზე ვისაუბრებთ, რომლითაც მეორე ტური უნდა ჩატარდეს. ჩვენ გვჭირდება ყოველდღე ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველა ჩვენს ამომრჩეველს და მოქალაქეს მოვუწოდოთ, რომ მეორე ტური გავაცნობიეროთ. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი არჩევანია, ძალიან საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის, სიმშვიდისთვის, ხვალინდელი დღისთვის, რადგან ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას - წარსულში დაბრუნდება თუ გააგრძელებს სვლას ხვალინდელი უკეთესი, სტაბილური და მშვიდობიანი მომავლისკენ. ამიტომ ეს არჩევანია, რომელსაც იმაზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება და იძენს ვიდრე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები.
ისინი არიან მსჯავრდებულები ადამიანების წამებაში, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში. ეს ძალიან მძიმე რეალობაა. მე ვგულისხმობ სააკაშვილს, ახალაის, მერაბიშვილს და სხვებს. აქ საუბარია მათ შორის იმაზე, რომ ამ მანდატის გამოყენება, შესაძლოა, ისეთი დესტრუქციული იყოს, რომ წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტურად იმ პრეზიდენტის ხელში, რომელსაც შეწყალება ჰგონია, რომ რასაც უნდა იმას გააკეთებს. ამან შესაძლოა სახიფათო პროცესები გამოიწვიოს. ძალიან მშვიდად ქვეყანას ხვალინდელი მშვიდობიანი მომავალი უნდა შევუნარჩუნოთ“, - განაცხადა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


