უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 თებერვალი, 2019 16:47
font-size

ძალიან სამწუხაროა, რომ თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა საქართველოს საპატრიარქო - ნიკა გვარამია

დეკანოზ მამალაძის საკითხზე საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი და დეკანოზ მამალაძის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“საპატრიარქომ დღეს პრაქტიკულად ღიად მოითხოვა დეკანოზი მამალაძის პატიმრობაში დატოვება. ადამიანი არ არის დამნაშავე და რა მოინანიოს? ან საპატრიარქოს შუამდგომლობით შეწყალებულმა რომელმა პირმა აღიარა ან მოინანია დანაშაული? მაგალითად ბატონებმა ბათიაშვილმა, მირცხულავამ და ასე შემდეგ? რატომ ცრუობთ? თუ საეკლესიო დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს უნდა მოინანიოს, გაარჩიეთ შიგნით. რატომ გამოგაქვთ ეს საჯაროდ და რატომ ძალადობთ ერზე თქვენი შიდა საკითხებით? განსაკუთრებული ძალადობის ფორმაა რაღაც წერილი, რომლის გამოქვეყნებით ახლა უკვე საპატრიარქო გვემუქრება.

მანამდეც და ახლაც, მოვუწოდებ დეკანოზ მამალაძეს, თუ რაიმე შეცდომა დაუშვა და შანტაჟის ენით სცადა საკუთარი თავის მძიმე მდგომარეობიდან დახსნა (რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაში სავსებით შესაძლოა შეშლოდა), დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და მეტიც, გაემიჯნოს ამ საქციელს.

არც ისაა შემთხვევითი, რომ თიბისის და უმრავლესობის დაშლის ამბებს დაემთხვა დღევანდელი განცხადება. ამას მარტივად გადაფარვის მცდელობა ქვია და სრულიად დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების დაკვეთაა.

მამა ანდრია ჯაღმაიძეს მინდა ვუთხრა, რომ ის თავისი ქმედებებით (რუსთავი 2ის ბრიფინგზე არდაშვების მცდელობა მათ შორის ყველაზე ნაკლები ცოდვაა) იგი მტრობს და ზიანს აყენებს ქრთულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ასევე აკნინებს იმ დაწესებულებას, რომელსაც თავად წარმოადგენს - საქართველოს საპატრიარქოს.

ძალიან სამწუხაროა, რომ თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა საქართველოს საპატრიარქო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ნაცვლად, მისი დაზიანების კამპანიაში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ან, რაც უარესია, მისი დაკვეთით,”- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი