კომენტარი
ძალიან მნიშვნელოვანია, არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებზე - ანა ნაცვლიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი საპატრიარქოს განცხადებას ეხმიანება, სადაც საპატრიარქო სამღვდელოებას და მრევლს "რუსთავი2"-ის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.
მისი შეფასებით, საზოგადოებაში დაპირისპირების და აგრესიის გაჩენა დააზიანებს საქართველოს ინტერესებს და ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ინტერესში, ამიტომ ყველამ პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას.
მისი თქმით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთი უმთავრესი ბოძია, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული - დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.
,,რაც შეეხება ამ კონკრეტულ გამოხმაურებას, რა თქმა უნდა, ეკლესიას, ისევე, როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, აქვს უფლება რაღაც მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს და აქვს უფლება, რომ რომელიმე ტელევიზიას არ ეთანამშრომლოს.
მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებებზე - ისინი იყვნენ დაცული საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი ბოძი, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული - დღევანდელი და ხვალინდელი დღე და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს.
ამ გაგებით, ხელისუფლება და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი. ეს დაუშვებელია, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, თუ სხვა საკითხები, ცენზურა დაუშვებელია - ამას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენ ვართ სეკულარული სახელმწიფო და არასოდეს საქართველო თავისი არსებობის მრავალსაუკუნოვან მოდელზე არ ყოფილა თეოკრატიული სახელმწიფო.
ჩვენ მუდმივად ვიყავით სეკულარული სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო და ეკლესია არის გამიჯნული და მათ აქვთ თავისი ფუნქციები, მიზნები და სამოქმედო არეალი. ეს იყო ისტორიულად ჩვენი სახელმწიფოს არქიტექტურა. ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამ ისტორიულ ტრადიციას, ისევე, როგორც უნდა ვცეთ პატივი იმ ქვეყნის კონსტიტუციას რომელშიც ვცხოვრობთ და ერთმანეთის უფლებებს.
რა თქმა უნდა, უპირველესი მაინც არის ის, რომ ჩვენ არ ვიმოქმედოთ და არ დავაზიანოთ ამ ქვეყნის ინტერესები, რომელიც ცალსახად იქნება შემასუსტებელი ჩვენი და ჩვენი არაკეთილმოსურნე ძალების წისქვილზე დაასხავს წყალს“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


