კომენტარი
ძალიან დიდი შრომა უნდა გავაგრძელოთ, რომ ადამიანების ნდობა მოვიპოვოთ – ელენე ხოშტარია
პარტია „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარის შეფასებით, მიუხედავად დღევანდელი გამარჯვებისა, „ქართული ოცნება“ ხვალიდან ზურგს შეაქცევს ადამიანებს.
ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ „ევროპულმა საქართველომ“, ახლად შექმნილმა პარტიამ მნიშვნელოვანი ნდობა მოიპოვა მოსახლეობის მხრიდან.
„ჩვენ ძალიან დიდი შრომა უნდა გავაგრძელოთ, რომ ადამიანების ნდობა მოვიპოვოთ “ქართული ოცნებისგან“ განსვავებით, რომელმაც დღეს მანდატი მოიპოვა დარღვევებით. ძალიან ცხადი იყო, რომ მათ ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს. მიუხედავად იმისა,რომ მათ დღეს ეს ხმები მოიპოვეს, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ხვალიდან იმ ადამიანებს ისევ ზურგს შეაქცევენ, რომლებსაც დღეს ფულს ურიგებდნენ, კარტოფილს ურიგებდნენ.
ეს ეგზიტპოლების შედეგია, ცხადია, ჩვენ უნდა დაველოდოთ საბოლოო მონაცემებს და საბოლოო დასკვნებს მერე გავაკეთებთ. მაგრამ უკვე ცხადია, რომ „ევროპული საქართველო“ ახლად შექმნილი პარტია, მე როგორც ახალი პოლიტიკოსი, მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი, მნიშნელოვანი ნდობა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“,–აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


