მსოფლიო
დონალდ ტრამპთან ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გაძლიერებაზე -ვოლოდიმირ ზელენსკი
დონალდ ტრამპთან ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გაძლიერებაზე. შესაბამისი განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპტან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
„მე მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი საუბარი დონალდ ტრამპთან. მივულოცე პრეზიდენტ ტრამპს და მთელ ამერიკელ ხალხს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ – უკრაინაში – მადლიერები ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ვიღებთ. ეს გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ჩვენ ბევრი რამ მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა მცდელობას, შეჩერდეს მკვლელობები და დამყარდეს სამართლიანი, მდგრადი და ღირსეული მშვიდობა. საჭირო არის კეთილშობილი შეთანხმება მშვიდობისთვის.
დღეს განვიხილეთ არსებული მდგომარეობა, მათ შორის რუსეთის ავიაიერიშები და ფრონტზე განვითარებული ფართო მოვლენები. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული და მადლობას ვუხდი მას უკრაინისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. ვისაუბრეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გაძლიერებაზე.
ასევე შევთანხმდით ჩვენი გუნდების შეხვედრაზე. გვქონდა დეტალური საუბარი თავდაცვითი მრეწველობის შესაძლებლობებსა და ერთობლივ წარმოებაზე. მზად ვართ პირდაპირი პროექტებისთვის შეერთებულ შტატებთან და მიგვაჩნია, რომ ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით დრონებისა და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე შევეხეთ ორმხრივ შესყიდვებსა და ინვესტიციებს.
დასასრულს, გავცვალეთ შეხედულებები დიპლომატიურ ვითარებაზე და აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობაზე,“ - წერს ზელენსკი.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


