მსოფლიო
დონალდ ტრამპს მეორე ვადით არ აირჩევენ - ბერნი სანდერსი
ამერიკის ვერმონტის შტატიდან დემოკრატი სენატორი ბერნი სანდერსი მიიჩნევს, რომ მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, მეორე ვადით 2020 წელს არ აირჩევენ. - ამის შესახებ Associated Presse წერს.
„რაც შეეხება მისი პრეზიდენტობის პირველ სამ თვეს - დონალდ ტრამპი ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია ამერიკის ისტორიაში. არ მჯერა, რომ მას 2020 წელს გადაირჩევენ, თუ ის ამგვარ პოლიტიკას განაგრძობს“,-განაცხადა სანდერსმა.
ადრე, ტრამპი მიანიშნებდა, რომ 2020 წელს მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს.
ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი, რომელიც ერთი ვადით აირჩიეს იყო ჯორჯ ბუში.
რაც შეეხება ბერნი სანდერს, იგი დემოკრატიული პარტიიდან ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო, რომელმაც 23 შტატში მოიპოვა გამარჯვება. თუმცა, 2016 წლის 12 ივლის საპრეზიდენტო მარათონიდან ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ გავიდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


