მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში დაპატიჟა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი შემოდგომაზე ვაშინგტონში მიიწვია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ვიზიტზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
„ჰელსინკიში აშშ-ის პრეზიდენტი დათანხმდა მუდმივ სამუშაო დიალოგზე ორი ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს თანამშრომლებს შორის. პრეზიდენტმა ტრამპმა სთხოვა ჯონ ბოლტონს [ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხში], მიიწვიოს პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტონში შემოდგომაზე და ამაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს“, -დაწერა სანდერსმა ტვიტერზე.
მანამდე ტრამპმა უარყო პუტინის შეთავაზება, დაუშვას რუსეთის მიერ აშშ-ის მოქალაქეების დაკითხვა.
ცნობისთვის, ორშაბათს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში ტრამპისა და პუტინის შეხვედრა გაიმართა.
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში აშშ-ს 7-ჯერ ეწვია, მაგრამ აქედან მხოლოდ სამჯერ ოფიციალური ვიზიტით. ბოლოს ეს მოხდა 2007 წელს, როცა პუტინი აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს შეხვდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


