მსოფლიო
დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების უფლება მისცა - კიტ კელოგი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების უფლება მისცა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი ადასტურებს.
კელოგის თქმით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინული ჯარების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე შორი დისტანციის დარტყმების განხორციელება მიზანშეწონილი იქნება.
კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას განიხილავს. ამასთან, კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინელებს ამერიკელი ჯარისკაცების გაგზავნა არასდროს უთხოვია და ითხოვეს მხოლოდ „იარაღი, მათი გამოყენების შესახებ ნებართვა“.
კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა უკრაინელ ჯარისკაცებს ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა – კელოგმა უპასუხა, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შორი დისტანციის დარტყმის განხორციელება კი სწორედ მის მიერ არის დაშვებული.
„ხანდახან მათ ეს უფლებამოსილება აქვთ, ხან არა. პრეზიდენტის ბრძანებები ყველამ უნდა დაიცვას. თუ პრეზიდენტი მარცხნივ წავა, თქვენც მარცხნივ წახვალთ. თუ ის გეტყვით, რომ მარჯვნივ წადით, თქვენც მარჯვნივ წახვალთ. როდესაც პრეზიდენტი გვეუბნება, რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ ეს უბრალოდ უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, მისი ნათქვამის წაკითხვის, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის შემდეგ, პასუხი დადებითია. გამოიყენეთ შორი დისტანციიდან დარტყმის შესაძლებლობა. არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა უსაფრთხო ზონები. ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ გასულ კვირას ეს დადასტურდა – პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრეზიდენტ ტრამპს „ტომაჰავკის“ რაკეტები სთხოვა“, – განაცხადა კიტ კელოგმა და აღნიშნა, რომ რაკეტების პოტენციურ მიწოდებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და წინადადება განხილვის პროცესშია.
გენერლის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


