მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანს რეფერენდუმზე გამარჯვება მიულოცა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს სატელეფონო საუბრის დროს რეფერენდუმზე გამარჯვება მიულოცა.
ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, ტრამპმა ერდოღანს მადლობა „სირიის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერისთვის“ გადაუხადა.
„ორი ქვეყნის ლიდერი თანხმდება, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“,-ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მსოფლიოს ლიდერებს შორის, ვინც ერდოღანს გამარჯვება მოულოცა, არიან ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
კრემლში მსგავსი განცხადება არ გაუკეთებიათ. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრიო პესკოვმა განაცხადა, რომ „რეფერენდუმის გამართვა - თურქეთის სუვერენული უფლებაა“ და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა პატივისცემით მოეპრყონ თურქი ხალხის გადაწყვეტილებას.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


