მსოფლიო
დონალდ ტრამპმა იმ ქვეყნების ნაწილი, საიდანაც ემიგრანტები ჩადიან, „დამპალი ხვრელები“ უწოდა - CNN
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანონმდებლებთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე იმ ქვეყნების ნაწილი, საიდანაც აშშ-ში მიგრენტები ჩადიან, „დამპალი ხვრელები“ უწოდა.
როგორც წყარომ CNN-ს უამბო, მხარეები ოვალურ კაბინეტში საიმიგრაციო პრობლემებს განიხილავდნენ. როცა ილინოისის დემოკრატმა სენატორმა დიკ დურბანმა ჰაიტის შეეხო, ტრამპმა შემდეგი კითხვა დაუსვა, თუ რაში სჭირდება აშშ-ს ჰაიტიდან და აფრიკის ქვეყნებიდან, ანუ „დამპალი ხვრელებიდან“ ჩამოსული ხალხი.
როგორც წყარომ ამერიკულ მედიასაშუალებას განუმარტა, ტრამპმა დაამატა, რომ აშშ-ს სჭირდება მიგრანტები ნორვეგიისნაირი ქვეყნებიდან.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა რაჯ შაჰმა არ უარყო ეს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა, რომ „პრეზიდენტი ეძებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომლითაც აშშ უფრო ძლიერი გახდება იმისათვის, რომ მიიღოს ისინი, ვინც სარგებელს მოუტანს ქვეყანას და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


