მსოფლიო
დონალდ ტრამპმა გენპროკურორი სამსახურიდან გაუშვა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის გენერალური პროკურორი სალი იეტსი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის მიზეზი გახდა ის, რომ პროკურორმა, იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, პრეზიდენტის მიერ „ანტიმიგრაციული“ ბრძანებების შესრულებაზე უარი განაცხადა.
თეთრ სახლში იეტსის გადაწყვეტილება „იუსტიციის დეპარტამენტის ღალატად შეაფასეს“, რომელმაც ეჭვ ქვეშ დააყენა თავად კანონის არსი, რომ იგი ამერიკის მოქალაქეების დაცვას ემსახურება.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სალი იეტსისი ქმედება „პოლიტიკურად მოტივირებულად“ შეაფასა.
გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად დანა ბოენტე დაინიშნა, რომელმაც გამოთქვა მზაობა დაიცვას პრეზიდენტის კანონები სასამართლოში.
ამასთან, გენერალური პოროკურირის პოზიცია დემოკრატიული პარტიის წევრებმა მოიწონეს.
„მივესალმები სალი იეტსისის გადაწყვეტილებას. მან პოზიცია მორალურ პრინციპებზე დაყრდნობით დაიკავა. კანონის უზენაესობა - არის იუსტიციის დეპარტამენტის საბაზისო პრინციპი. იეტსმა თქვა, რომ მხარს ვერ დაუჭერს ამ კანონებს, რომ კანონი და ეთიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმწუთიერი პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ეს ბრძანებები, ხელმოწერილია ისეთი ხელმძღვანელით, რომელსაც არ შეუძლია ეს კანონი გაიგოს, ან მის ადმინისტრაციას არ შეუძლია მისი გაგება“,-განაცხადა კონეკტიკუტის შტატის სენატორმა-დემოკრატმა რიჩარდ ბლუმენტალმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას შეუდგა. კერძოდ, მან ბრძანებით სირიელ ლტოლვილებს ქვეყანაში შესვლა, გაურკვეველი ვადით, აუკრძალა.
გარდა ამისა, სხვა ქვეყნებიდან დევნილების მიღების პროგრამა, ამერიკის პრეზიდენტმა 120 დღით გაყინა. ბრძანების ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ 2017 წელს ამერიკა მხოლოდ 50 ათას ლტოლვილს მიიღებს, ამასთან პრიორიტეტს მიანიჭებს ისეთ ლტოლვილებს, რომლებსაც რელიგიური მოტივით დევნიან.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


