მსოფლიო
დონალდ ტრამპის მიერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის ჩაშლის მიუხედავად ჩრდილოეთ კორეა მოსალაპარაკებლად ისევ მზადაა
ჩრდილოეთ კორეა ჯერ კიდევ მზადაა აშშ-სთან „ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში“ მოსალაპარაკებლად იმის მიუხედავად, რომ დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინთან 12 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კიმ კაი-გვანმა ტრამპის გადაწყვეტილება „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრა გუშინ გააუქმა და შესაბამისი წერილი კიმ ჩენ ინს გაუგზავნა. ტრამპმა ფხენიანი „ღია მტრობაში“ დაადანაშაულა.
ცნობისთვის, სინგაპურში 12 ივნისისთვის დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლაზე ფხენიანმა დაიწყო საუბარი მას შემდეგ, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა დენუკლერიზაციის პროცესში „ლიბიურ მოდელს“ უნდა მიჰყვეს.
2003 წელს ლიბიის მაშინდელი პრეზიდენტი მუამარ კადაფი დასავლეთს ბირთვული პროგრამის გაუქმებას დათანხმდა სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. 8 წლის შემდეგ პროდასავლურმა მეამბოხეებმა კადაფი მოკლეს.
ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება ასევე გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“. ამის გამო ფხენიანმა კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის შეხვედრა გააუქმა, რომელიც 16 მაისს უნდა შემდგარიყო.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


