მსოფლიო
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა
დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან, სანაე ტაკაიჩისთან შეხვედრას.
მედიის ინფორმაციით, ტრამპი იაპონიაში ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე, ინვესტიციებსა და თავდაცვის ხარჯებზე გამართავს მოლაპარაკებებს.
ტოკიოში აშშ-ის საელჩოსა და სხვა ღირსშესანიშნაობებთან, რომელთა მონახულებასაც, სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გეგმავს, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებია მიღებული. მობილიზებულია ტოკიოს მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტის 18 ათასამდე თანამშრომელი.
ცნობისთვის, იაპონიაში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტი მალაიზიაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე იმყოფებოდა. ტრამპის ტურნე 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრით დასრულდება.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


