მსოფლიო
დონალდ ტრამპი რუსეთისგან ყირიმის დაბრუნებას ელოდება
ამერიკის პრეზიდენტი მოსკოვისგან უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციასა და ყირიმის დაბრუნებას ელოდება, ამასთან, როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა აღნიშნა, დონალდ ტრამპს კრემლთან კეთილი ურთიერთობის დამყარების იმედი აქვს.
ამის შესახებ შონ სპაისერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ რუსეთის მთავრობისგან უკრაინაში ძალადობის დეესკალაციასა და ყირიმის დაბრუნებას ელოდება. ამასთან, პრეზიდენტი ცდილობს რუსეთთან კეთილი ურთიერთობა დაამყაროს“,-აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
მანამდე ამერიკის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ახალ გამოწვევებთან ადაპტირება უნდა მოახერხოს, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიქმნა.
მისი თქმით, 2014 წელი ალიანსისა და მოსკოვის ურთიერთობაში გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან მოსკოვთან „პარტნიორობის იმედი ფუჭი აღმოჩნდა“.
აღნიშნული განცხადება პენტაგონის ხელმძღვანელმა ნატოს წევრი-ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრამდე გააკეთა, რომელიც ბრიუსელში 15-16 თებერვალს გაიმართება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


