მსოფლიო
დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უახლოეს პერიოდში არ გააუქმებს
ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა,რომ ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს „რაღაცა დროით მაინც შეინარჩუნებს“.
ამის შესახებ ტრამპმა Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა სანქციების გაუქმება გარკვეული პირობების გათვალისწინებით.
მისი თქმით, შესაძლოა, სანქციები გააუქმოს, თუ მოსკოვი ტერორიზმთან ბრძოლასა და ამერიკისთვის მნიშვნელოვანი სხვა მიზნების შესრულებაში საკუთარ სარგებლობას დაამტკიცებს.
„თუ ჩვენ ვახერხებთ ურთიერთობის ნორმალიზებას, და თუ რუსეთი ჩვენ ნამდვილად გვეხმარება, თუ ვინმე ნამდვილად აკეთებს კარგ საქმეს, მაშინ რატომ უნდა შენარჩუნდეს სანქციები“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მან რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის იმედი გამოთქვა, ასევე დასძინა, რომ იმედოვნებს ურთიერთობის გაუმჯობესებას არა მარტო რუსეთთან, არამედ ჩინეთთანაც, რომელსაც თავად წინასაარჩევნო კამპანიის დროს აკრიტიკებდა.
ინტერვიუს გამოქვეყნების დღეს, ცნობილი ხდება, რომ მოქმედმა პრეზიდეტმა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებული სანქციები, კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


