მსოფლიო
დონალდ ტრამპი მზადაა, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდეს - თეთრი სახლი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, დათანხმდეს თავისი რუსი კოლეგის, ვლადიმერ პუტინის მოულოდნელ შემოთავაზებას და მოსკოვში ჩავიდეს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, სარა სანდერსმა განაცხადა.
„პრეზიდენტი ტრამპი მოუთმენლად ელოდება, მიიღოს პრეზიდენტი პუტინი ვაშინგტონში მომდევნო წლის პირველი რიცხვის შემდეგ და ის მზადაა, ეწვიოს მოსკოვს ოფიციალური მოწვევის მიღების შემდეგ“, -თქვა სანდერსმა.
პარასკევს პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ში ჩავა ოღონდ შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, და დაპატიჟა ტრამპი მოსკოვში მათ ერთობლივ მეორე შეხედრაზე.
2 დღის წინ თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინის ვიზიტი შემოდგომაზე ვაშინგტონში 2019 წლამდე გადაიდო.
პირველი შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის 16 ივლისს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში შედგა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


