მსოფლიო
დონალდ ტრამპი მოქმედი ადმინისტრაციის ბრალდებას კრემლის წინააღმდეგ დაზვერვასთან განიხილავს
ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყნის დაზვერვასთან, კრემლის წინააღმდეგ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის ბრალდებას განიხილავს.
ამის შესახებ ტრამპის განცხადებშია ნათქვამი.
„ჩვენი ქვეყნის და დიდი ნაციის ინტერესიდან გამომდინარე, სადაზვერვო საზოგადოების წარმომადგენლებს შევხვდები მომავალ კვირას, რომ მათგან მივიღო ახალი ინფორმაცია შექმნილ ვითარებაზე“,-განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ამერიკამ წინ უნდა იაროს და „ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებით დაკავდეს“.
ამასთან, ტრამპის მრჩეველმა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა კელიენ კონუემმა განაცხადა, რომ ბარაქ ობამას ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით ცდილობს „კუთხეში მოაწვდიოს“ ახალი პრეზიდენტი და რუსეთთან მიმართებაში მისი ქმედების თავისუფლება შეზღუდოს.
„არჩევნების პერიოდში რაც გვესმოდა იყო „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“. ეს მხოლოდ ბრალდებები და ინსინუაციაა. ჰაკერული თავდასხმები ვერ გამოიწვევდნენ ჰილარი კლინტონის დამარცხებას“,-აღნიშნა ტრამპის მრჩეველმა.
მიუხედავად ამისა, კონგრესში რესპუბლიკური პარტიის დიდმა ნაწილმა სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა, რომელიც ასევე წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ხელმძღვანელია განაცხადა, რომ „სანქციების შემოღება დაგვიანდა. რუსეთი მუდმივად ცდილობს, ამერიკის ინტერესი შეასუსტოს“.
რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრემმა განაცხადეს, რომ ეცდებიან, რუსეთის წინააღმდეგ გაცილებით მკაცრი სანქციები იყოს შემოღებული.
BBC-ს ინფორმაციით, რიგი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთთან დაკავშირებით აზრთა სხვაობამ, შესაძლოა, რესპუბლიკურ პარტიასა და ტრამპის ადმინისტრაციაში განხეთქილება გამოიწვიოს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


