უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

28 თებერვალი, 2026 12:39
font-size

დონალდ ტრამპი ირანის შეიარაღებულ ძალებს: უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივის სახით გარდაუვალი სიკვდილი გელით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ტრამპმა ირანს იარაღის დაყრისა და დანებებისკენ მოუწოდა.

„ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამხედროებმა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ჩვენი მიზანია ირანის რეჟიმის, ძალიან სასტიკი და საშინელი ხალხის ჯგუფისგან მომდინარე გარდაუვალი საფრთხის აღმოფხვრით ამერიკელი ხალხი დავიცვათ. მათი მუქარის შემცველი მოქმედებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, საზღვარგარეთ მდებარე ბაზებს და მოკავშირეებს მთელ მსოფლიოში.

47 წლის განმავლობაში, ირანის რეჟიმი სკანდირებდა „სიკვდილი ამერიკას“, აწარმოებდა უსასრულო სისხლისღვრისა და მასობრივი ხოცვა-ჟლეტის კამპანიას, რომელიც მიმართული იყო აშშ-ზე, ჩვენ სამხედროებსა და უდანაშაულო ხალხზე, მრავალ ქვეყანაზე,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამების განადგურებაა.

„ამ ტერორისტულ რეჟიმს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ ბირთვული იარაღი არასდროს ექნებათ,“ – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და შეიარაღებულ ძალებს მიმართა.

„უნდა დაყაროთ იარაღი და მიიღებთ სრულ ხელშეუხებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალტერნატივის სახით გარდაუვალი სიკვდილი გელით,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი