მსოფლიო
დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს დაემუქრა, ვინც აშშ-სგან ფინანსურ დახმარებას იღებენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყველა იმ ქვეყანას დაემუქრა დაფინანსების შემცირებით, თუკი ისინი არ დაუჭერენ მხარს თეთრი სახლის გადაწყვეტილებას იერუსალიმთან დაკავშირებით.
„მე მომეწონა ნიკის [ნიკი ჰეილი - აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში] ნათქვამი გაეროში იმ ქვეყნებისადმი, ვინც ჩვენგან ფულს იღებს, მაგრამ მერე ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ ხმას უშიშროების საბჭოში ან პოტენციურად ასამბლეაში. ისინი ასობით მილიონს ან თუნდაც მილიარდს იღებენ, მაგრამ შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ ვაკვირდებით ხმის მიცემას. დაე, ჩვენ წინააღმდეგ მისცენ ხმა, უფრო დავზოგავთ თანხებს. სულერთია ჩვენთვის“, -თქვა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ გააფრთხილა ორგანიზაციის წევრები, რომ დააკვირდება, როგორ მისცემენ ხმას ხუთშაბათისთვის დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე, სადაც უნდა განიხილონ რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს აშშ-ის გადაწყვეტილებას იერუსალიმთან დაკავშირებით.
დეკემბრის დასაწყისში დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოაცხადა, რასაც დასავლელი პარტნიორებისა და ისლამური და არაბული ქვეყნების უკმაყოფილება მოჰყვა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


