მსოფლიო
დონალდ ტრამპი იაპონიის პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, სანაე ტაკაიჩის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ის უაღრესად პატივცემული და ძალიან პოპულარული ლიდერია. სანაეს თამამმა და ბრძნულმა გადაწყვეტილებამ არჩევნების დანიშვნის შესახებ დიდი შედეგი გამოიღო“, – წერს ტრამპი.
მისი თქმით, პატივი იყო ტაკაიჩისა და მისი კოალიციის მხარდაჭერა, „ხოლო ხალხს, რომელმაც ასეთი ენთუზიაზმით მისცა ხმა“, ყოველთვის ექნება ტრამპის მტკიცე მხარდაჭერა.
იაპონიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ სანაე ტაკაიჩის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა. ტაკაიჩის პარტიამ 465 წევრიან ქვედა პალატაში 352 ადგილის მოპოვება შეძლო, რითიც ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ უმრავლესობა მოიპოვა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


