მსოფლიო
დონალდ ტრამპი დავოსში ვიზიტი გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მონაწილეობას არ მიიღებს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 22 იანვარს იწყება. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ საზღვრების უსაფრთხოებისადმი დემოკრატების შეურიგებელი პოზიციის და ქვეყნის უსაფრთხოების განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო აუქმებს ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს დავოსში. დონალდ ტრამპი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებს პატივისცემას უდასტურებს, ბოდიშს უხდის და წარმატებას უსურვებს.
აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი კონგრესისგან 5,7 მილიარდ დოლარს ითხოვს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი საზღვრის დაცვა და არალეგალური იმიგრაციის და აშშ-ში ნარკოტიკების შეტანის შეჩერება. დემოკრატები, რომლებმაც ნოემბრის არჩევნების შედეგად კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, კედლის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და პრეზიდენტს საზღვრის უსაფრთხოებისთვის საჭირო სხვა ზომების დაფინანსებას სთავაზობენ. დემოკრატები აცხადებენ, რომ აშშ-ის სიმბოლოა თავისუფლების ქანდაკება და არა კედელი.
პრეზიდენტის და დემოკრატი კანონმდებლების უთანხმოების გამო, ფედერალური მთავრობა ნაწილობრივ დახურულია. სახელმწიფო დაწესებულებები „შატდაუნის“ მდგომარეობაში 22 დეკემბრიდან იმყოფებიან. 800 ათასამდე სახელმწიფო მოხელე იძულებით შვებულებაშია, ან უხელფასოდ მუშაობს.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


