მსოფლიო
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს მაისში ან ივნისის დასაწყისში შეხვდებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს, შეხვდეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს „მაისში ან ივნისის დასაწყისში“ და იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები ბოლოს მოუღებს ფხენიანის ბირთვული შეიარაღების პროგრამას.
„ჩვენ მათ შევხდებით სადღაც მაისში ან ივნისის დასაწყისში და ვფიქრობ, ორივე მხარე პატივით მივუდგეთ და იმედია, ჩვენ მოვახერხებთ, შევთანხმდეთ ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ განიარაღებაზე“, -თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ჩრდილოეთკორეელმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ახსენა მოლაპარაკებები ვაშინგტონთან და სამხრეთ კორეასთან მუშათა პარტიის ყრილობაზე. ამის შესახებ ჩრდილოეთკორეული მედია წერს.
კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართება ორი კორეის პირველი სამიტის შემდეგ, რომელიც 27 აპრილისთვისაა დანიშნული.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


